ეკა ბესელია - ოპოზიციის ყველა ლიდერი უნდა იყოს მაჟორიტარობის კანდიდატი და სადაც შესაძლებელი იქნება, ოპოზიციის კანდიდატებმა ერთმანეთს ხმები არ უნდა წაართვან

ორი რამ ნამდვილად ვიცი, რაც საერთო ფორმატში შეთანხმების საგანია. ერთი ეს არის, რომ ყველა ლიდერი იყოს მაჟორიტარობის კანდიდატი, მეორე - სადაც შესაძლებელი იქნება, იქ ოპოზიციის კანდიდატებმა ერთმანეთს ხმები არ წაართვან, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებთან დაკავშირებით შეთანხმების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით გვარებზე საერთო შეთანხმება არ მომხდარა. დეპუტატი ასევე ამბობს, რომ ის ყველა პირს მხარს ვერ დაუჭერს.

"მე მგონი, იჩქარეს ზოგიერთებმა და საკუთარი პარტიის შიგნით კონსულტაციების ინტერპრეტაცია მოხდა, რომ ეს იყო შეთანხმება პარტიებს შორის. ვერაფრით მოხდება გვარებზე შეთანხმება, ვიდრე არ გვეცოდინება, რამდენი მაჟორიტარული ოლქი რჩება, როგორ იცვლება გეოგრაფიული საზღვრები. ორი რამ ნამდვილად ვიცი, რაც საერთო ფორმატში არის შეთანხმების საგანი. ერთი ეს არის, რომ ყველა ლიდერი იყოს მაჟორიტარობის კანდიდატი, რაც უფრო მაღლა წევს თამასას საარჩევნო კონკურენციის თვალსაზრისით და მეორე, სადაც შესაძლებელი იქნება, იქ ოპოზიციის კანდიდატებმა ერთმანეთს ხმები არ წაართვან. ეს არის მეორე შეთანხმება, რაც მგონია, რომ გონივრულია. გვარებს პარტიები ერთმანეთში არკვევენ, ეს არ არის საერთო შეთანხმება, მე შემიძლია გითხრათ ის, რომ ნებისმიერ გვარს ვერ დავუჭერ მხარს, თუ ჩავთვლი, რომ ის არის ძალიან შორს ჩემს პრინციპებთან და ფასეულობებთან,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო