დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - საპატრიარქოს დეკანოზ მამალაძის სასჯელის გადავადებაზე პოზიცია ვერ ექნება - ჩვენი სამუშაო შევასრულეთ და გადავეცით თხოვნა პრეზიდენტს მის შეწყალებაზე

დეკანოზი მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, საპატრიარქოს დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით პოზიცია ვერ ექნება.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საპატრიარქომ მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით თავისი სამუშაო შეასრულა და პრეზიდენტს მისი შეწყალება სთხოვა.

„საპატრიარქოს ამასთან დაკავშირებით პოზიცია არ ექნება და ვერ ექნება, რადგან ეს სახელმწიფოს გადასაწყვეტია. ჩვენ ჩვენი სამუშაო შევასრულეთ და გადავეცით თხოვნა საქართველოს პრეზიდენტს მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით. სხვა დამატებით კომენტარს ამ საკითხზე ვერ გავაკეთებთ, რადგანაც, ის სიცრუე, რაც ხშირად ვრცელდება ჩვენი მისამართით, რომ ჩვენ თითქოსდა მიზანმიმართულად გავაკეთეთ და ხელი შევუშალეთ ამას, თქვენ თვითონაც ხვდებით, რომ არასერიოზულია. ექსპერტიზის დასკვნა გადაწყვეტს, რამდენად რეალურია ის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაზეც მისი უფლებადამცველები საუბრობენ და შესაბამისად სახელმწიფო მიიღებს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. ჩვენ ამ საკითხში ვერც ჩავერევით, არც ჩავრეულვართ და არც ვაპირებთ ჩარევას. რადგანაც ჩვენ მასთან დაკავშირებით გავაკეთეთ შეწყალების თხოვნა პრეზიდენტის სახელზე ეს უკვე ყველაფრის მთქმელია”,- აღნიშნა მამა მიქაელმა.

ცნობისთვის, 27 თებერვალს დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
ევროპული მედიაცია ქართულ პოლიტიკურ კრიზისში: რას (ვერ) ჩავწვდით?
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული