ნათია თურნავა კორონავირუსზე - გაზაფხულთან ერთად ეს გამოწვევაც გადაივლის - ხშირად დავიბანოთ ხელი და არაფერი მოხდება, ამას მარტივად გადავიტანთ

ხშირად დავიბანოთ ხელი და არაფერი მოხდება, ამას მარტივად გადავიტანთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ზარალზე საუბრისას განაცხადა.

თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ დათბობასთან და გაზაფხულთან ერთად ეს გამოწვევაც გადაივლის.

„ეს არის გლობალური გამოწვევა, რომელსაც ექნება თავისი ზემოქმედება გლობალურ ეკონომიკაზე, ვაჭრობაზე, ავიაციაზე. მაგრამ მინდა დავიწყო პოზიტივით. საქართველოში არ გვაქვს პანიკის საფუძველი, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ მომზადებულია, ყველა საჭირო ზომა დროულად მივიღეთ, მათ შორის არაპოპულარული ზომებიც საკმაოდ სწრაფად. ჩვენთვის უპირატესია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უყოყმანოდ შევწვიტეთ ფრენები ჩინეთთანაც და ირანთანაც. თუ კიდევ რაიმე იქნება საჭირო, ყველა აუცილებელ ზომას მივიღებთ.

რაც შეეხება ზიანს, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება ფაქტორის ზემოქმედება. პირდაპირი ზემოქმედება ტურიზმზე, რაც გამოწვეული იქნება ირანთან და ჩინეთთან პირდაპირი ფრენების შეჩერებით, დავითვალეთ და თვეში დაახლოებით, 30 მილიონი ლარია. ეს ეხება მხოლოდ ამ ორ მიმართულებას. ზოგადადაც, სხვა ქვეყნებიდანაც შეიკავებენ ადამიანები თავს მოგზაურობისგან და ამას ექნება თავისი ნეგატიური ზეგავლენა. ნება მიბოძეთ გამოვთქვა იმედი, რომ ეს ფაქტორი დიდხანს არ გაგრძელდება. ამ ვირუსს აქვს თავისი თვისებები და დათბობასთან ერთად, გაზაფხულთან ერთად ეს გამოწვევაც გადაივლის. 2-3 თვის ზარალს, იმედი მაქვს შემდეგ თვეებში შევავსებთ იმიტომ, რომ ძალიან დივერსიფიცირებულია ჩვენი ტურიზმის გეოგრაფია“, - განაცხადა თურნავამ და ხუმრობით დასძინა: „ხშირად დავიბანოთ ხელი და არაფერი მოხდება, ამას მარტივად გადავიტანთ“.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა