ნათია თურნავა - საქართველომ წლების წინ აირჩია ეს გზა - ლიბერალური საბაზრო რეფორმები, ლიბერალური ბაზარი, მაქსიმალური ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში

საქართველომ წლების წინ აირჩია ეს გზა, ეს არის ლიბერალური საბაზრო რეფორმები, ლიბერალური ბაზარი, მაქსიმალური ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში და ჩვენი სავაჭრო სივრცის, ჩვენი ექსპორტის დივერსიფიკაცია და ეს გახლავთ ერთადერთი სწორი არჩევანი, რომელმაც ჩვენ წლების მანძილზე ერთი მცირე პოსტ საბჭოთა რესპუბლიკიდან გვაქცია ტოპ-რეფორმერად უამრავი სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“ განაცხადა.

ნათია თურნავა კონფერენციის მიმდინარე პანელის „საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა გლობალურ კონტექსტში, ინფრასტრუქტურული განვითარება და როლი კონკურენტუნარიანობის ზრდაში“ ერთ-ერთი სპიკერია.

მან ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ მიღწევებზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო იქცა ქვეყნად, რომლის ექსპორტიც ძალიან სწრაფად იზრდება და ეკონომიკურ ზრდაში ექსპორტის ზრდის კომპონენტი ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია.

„როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 5,2% - ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინოა რეგიონში, აქ ექსპორტი არის მთავარი დრაივერი. თუკი მთლიანად ექსპორტი გაიზარდა 12,4%-ით, მათ შორის ევროკავშირში ექსპორტის ზრდა კიდევ უფრო მაღალია - 13%-ით. აქედან გამომდინარე, ეს იყო ჩვენი ეგზისტენციალური, სწორი არჩევანი, რომელიც ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც არის სულ 3,7 მილიონი მოსახლეობისთვის, მოგვცა შესაძლებლობა და დღეს ჩვენს ქართულ ბიზნესებსა და უცხოურ ინვესტორებს ვთავაზობთ ხელმისაწვდომობას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მეშვეობით, გლობალური ბაზრის 1/3 თან 2,3 მილიარდი მომხმარებლის ბაზარი და ეს არის ჩვენი მომავალი და პოლიტიკური პრიორიტეტი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ვიქტორ ყიფიანი - გარე პროცესების გავლენათა მართვა ყველა ჩვენგანის თანამონაწილეობას და საზიარო პასუხისმგებლობას მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
კახა კუკავა - 7 პრიორიტეტი გვაქვს, რაც ჩვენ საარჩევნო პროგრამაშია
ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
„თელიანი ველის“ გლეხური რქაწითელი ქვევრი დეკანტერის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია
წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო