ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების შეხვედრაზე მიიღეს.

„ჩვენ ვალდებულება გვაქვს, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ ჩავატაროთ მინისტერიალი, ჩავატაროთ ამ ორგანიზაციის წესდების შესაბამისად. ამავე დროს არ უნდა დაზიანებულიყო ჩვენი კანონმდებლობა და მოგეხსენებათ, ჩვენი კანონმდებლობა რასთან არის დაკავშირებული - მხედველობაში მაქვს რუსეთის ფედერაციის მონაწილეობა. გვევალებოდა, რომ უზრუნველგვეყო ყველა წევრის მონაწილეობა ამ ღონისძიებაში, ამიტომ ვიყავით კონსულტაციის რეჟიმში, რომ ყველა შესაძლო სცენარი გნგვეხილა. არსებობს პრეცედენტები, როდესაც ამის შესაძლებლობა გამოინახა. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველა რესურსი გვქონდა გამოყენებული. გუშინაც ჟენევაში, როდესაც გენერალურ მდივანს შევხვდი, სწორედ ამ თემებზე გვქონდა საუბარი, მათი მხრიდან არის აბსოლუტურად სრული გაგება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მინისტერიალი ჩატარდეს სტრასბურგში. ასევე მინდა გაცნობოთ, რომ მსგავსი პრეცედენტიც არსებობს, როდესაც ქვეყნებმა, რომლებიც იყვნენ თავმჯდომარეები, მინისტერიალი ჩაატარეს სტრასბურგში“, - განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალისა და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებისთვის უნდა ემასპინძლა. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენდა, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული. თბილისში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ჩამოსვლას ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი აპროტესტებდა, რის გამოც დღის წესრიგში ღონისძიების სტრასბურგში ჩატარების საკითხი დადგა.

იხილეთ ვიდეო: "მინდა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაცნობოთ..." - საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!