ლეშეკ ბალცეროვიჩი - ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით თქვენ, ფაქტობრივად, ევროკავშირის ერთიანი ბაზრის წევრი დე ფაქტო გახდით

ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი ევროკავშირში საერთო ბაზარია. ამ ხელშეკრულებაში შესვლით, თქვენ ფაქტობრივად, ევროკავშირის ერთიანი ბაზრის დე ფაქტო წევრი გახდით. ეს საქართველოს საშუალებას აძლევს, გაზარდოს ექსპორტი, რაც ეკონომიკისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი პოზიტიური ბიძგია და მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული, - ამის შესახებ ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორმა და პოლონეთის ყოფილმა ვიცე პრემიერმა ლეშეკ ბალცეროვიჩმა თბილისში მიმდინარე ეკონომიკური კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.

ღონისძიების პანელური სესიის ფარგლებში დასმულ შეკითხვაზე, თუ როგორია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ბაზრის რეგულირების კუთხით და რა უნდა გააკეთოს საქართველომ საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობის გასაზრდელად, ბალცეროვიჩი პასუხობს, რომ ქვეყანა ფრთხილი უნდა იყოს ევროპული რეგულაციების ტრანსპოზიციის თვალსაზრისით.

„პოლონური გამოცდილებიდან მახსოვს, რომ როდესაც ვიღებდით ევროპული რეგულაციების მოთხოვნებს, ზოგიერთი სამინისტრო ზედმეტის გაკეთებას ცდილობდა. აქ უნდა ვიყოთ ფრთხილად, გააკეთეთ ის რაც რეალურად საჭიროა და მეტი არა“, - აცხადებს ბალცეროვიჩი.

სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, პროფესორმა ეკონომიკური ზრდის ძირითად წინაპირობად ხანგრძლივი მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება დაასახელა და ის ფუნდამენტური საკითხები გამოყო, რაც ქვეყანას ეკონომიკური წარმატების მისაღწევად ესაჭიროება.

„ეკონომიკური ზრდის ძირითადი წინაპირობა ხანგრძლივი მაკროეკონომიკური სტაბილურობაა, რადგან, ეს საშუალებას აძლევს ქვეყანას, თავი აარიდოს სწრაფ ვარდნას და ზრდას, ფისკალურ ბუმს როგორც ეს საბერძნეთშია, ასევე საკრედიტო ბუმს - ეს ძვირი ჯდება, როგორც ესპანეთის ან ირლანდიის გამოცდილებამ გვაჩვენა. ასე, რომ მრავალი ქვეყნის გამოცდილების მაგალითზე, ძალიან მნიშვნელოვანია სამი ფუნდამენტური საკითხი: პირველი: თავისუფალი ბაზარი, ღია ეკონომიკა, საბაზრო ეკონომიკა, ინტენსიური კონკურენცია, მეორე: კანონის უზენაესობა, რაც პრაქტიკაში ნიშნავს, რომ ისეთი ინსტიტუციები, როგორიცაა პროკურატურა, პოლიცია, მოსამართლეები უნდა იყვნენ პროფესიონალები და დამოუკიდებელი ყველა პოლიტიკური ან ბიზნეს ძალისგან. მესამე: მცირე, კომპეტენტური და პატიოსანი ადმინისტრაციები“, - აღნიშნა პოლონეთის ყოფილმა ვიცე პრემიერმა, რომლის განცხადებასაც ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.04.2021
ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
დედამიწის დღე 2021: დედამიწის ეკოლოგიური მდგომარეობის აღდგენის უპრეცედენტო შესაძლებლობა
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე
დეველოპერულმა კომპანია "გრადამ" და ფინურმა კომპანია Kone Elevators-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს
"ევექსი კლინიკებმა" კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში პირველი აფთიაქი - "ფარმადეპო" გაიხსნა
„ემბისიმ“ უმსხვილესი შვეიცარული კომპანია Symbiotics-სგან 1,5 მლნ ფინანსური რესურსი მოიზიდა