ვლადიმერ ზელენსკი - კვირაში შვიდი დღეა, დედამიწა მრგვალია, ყირიმი უკრაინაა!

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, 26 თებერვალი ყირიმისა და სევასტოპოლის ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის დღედ გამოცხადდა.

ზელენსკის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ დადგება დღე, როცა ყირიმი საკუთარ სახლს დაუბრუნდება.

„კვირაში შვიდი დღეა, დედამიწა მრგვალია, ყირიმი უკრაინაა! შესაძლოა, ჩვენი საზოგადოება ბევრ საკითხზე კამათობდეს, მაგრამ აქ უკრაინელები 100%-ით ერთიანები ვართ... ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყირიმის თავზე კვლავ უკრაინის დროშა ფრიალებდეს. კი, ეს ძალიან რთული საკითხია, რომელიც სამწუხაროდ, რამდენიმე დღეში ვერ გადაწყდება, მაგრამ არის რაღაცები, რაც ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ დღეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. ანექსიას წინ უძღოდა ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ინტერვენცია და ოკუპაცია.

იხილეთ ვიდეო: ვლადიმერ ზელენსკი - კვირაში შვიდი დღეა, დედამიწა მრგვალია, ყირიმი უკრაინაა!

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს