მაია ცქიტიშვილი - ჩვენ არ ვსაუბრობდით რკინიგზის სრულ პრივატიზაციაზე, არასწორი იქნება მოსახლეობას შევუქმნათ განცდა,რომ დღეს ვიწყებთ რკინიგზის პრივატიზაციას

არასწორი იქნება, ჩვენს მოსახლეობას შევუქმნათ განცდა, რომ დღეს ვიწყებთ რკინიგზის პრივატიზებას - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა, რითიც ის გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრის განცხადებას რკინიგზის პრივატიზების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, უმჯობესია ტერმინი "პრივატიზება" ამოვიღოთ საუბარში გამოყენებისგან.

"რკინიგზაც, ფოსტაც, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ნარჩენების მართვის კომპანია, არიან ის ორგანიზაციები, რომლებიც არიან სახელმწიფოს საკუთრებაში. ჩვენი გაცხადებული მიდგომაა, რომ ისეთი ტიპის ბიზნესი, სადაც კერძო ინვესტიცია არის შესაძლებელი, მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ასეთი სახის კერძო ინვესტიციის შემოსვლას. რკინიგზაც არის ასეთი სექტორი, სადაც არის შესაძლებელი კერძო ინვესტირება იქნას შემოღებული. ჩვენ არ ვსაუბრობდით რკინიგზის სრულ პრივატიზაციაზე, არამედ ვსაუბრობდით იმაზე თუ როგორ შეიძლება ამ სფეროში მეტი კომერციული მონაწილეობა იყოს. არასწორი იქნება რომ ჩვენს მოსახლეობას შევუქმნათ განცდა, რომ დღეს ვიწყებთ რკინიგზის პრივატიზაციას. არ არის რკინიგზის სრულ პრივატიზაციაზე საუბარი, არის გაყოფაზე, მათ შორის ინფრასტრუქტურული ნაწილის და კომერციული სუბიექტების დაშვების ნაწილზე. ეს არის დეტალები, რომელიც უნდა დამუშავდეს. დღეს რაიმე ტიპის წილობრივ მონაწილეობაზე საუბარი, რამდენ წილს ვყიდით, როგორ ვყიდით, ვყიდით თუ არ ვყიდით, თუ ეს არის იჯარის შემოყვანა თუ სხვადასხვა მოდელების, ჯერ ადრეა. ამიტომ ტერმინი „პრივატიზება“ ამოვიღოთ გამოყენებიდან", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა