მაია ცქიტიშვილი - მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მაგისტრალის 6 მონაკვეთზე ჩინური კომპანია აწარმოებს სამუშაოებს, დასაქმებულთა 80% ქართველია

ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მაგისტრალის 6 მონაკვეთზე ჩინური კომპანია აწარმოებს სამუშაოებს, დასაქმებულთა 80% ქართველია.

მისი თქმით, სამუშაოებზე ჩინური ძალის პროპორცია მცირეა.

"მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მაგისტრალის მშენებლობის 6 მონაკვეთზე დასაქმებულები არიან დიდი ჩინური კომპანიები, სამუშაოებზე დასაქმებულების 80 პროცენტი არის ქართველი მოსახლეობა. ამრიგად სამუშაო ჩინური ძალის პროპორცია მცირეა. რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯები ჩვენზეც აისახება. ჩვენც ვთხოვეთ, რომ შემდეგი ნაკადების ჩამოსვლაზე თავი შეეკავებინათ. გარკვეული შეფერხება ჩვენც გვექნება, მაგრამ ეს არ იქნება ამ პროექტების გაჩერება", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა