რევაზ სოხაძე - კახა კალაძის ინიციატივა თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღებისკენ გადადგმული კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება

„თბილისის ტერიტორიაზე მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსებისა და რეალიზაციის წესის დადგენა თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღებისკენ კიდევ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, რევაზ სოხაძე დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერის კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

როგორც რევაზ სოხაძემ აღნიშნა, დედაქალაქში საშენი მასალების ქაოტურ განლაგებასა და შეუფუთავი მასალის ტრანსპორტირებაზე სანქციები უკვე მოქმედებს. მისივე თქმით, ამ კანონის მიღება აუცილებელი იყო მოქალაქეების ჯანმრთელობის, მშენებლობებზე უსაფრთხოების დაცვის და დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, რადგან სამშენებლო მტვერი ზიანს აყენებს როგორც ადამიანს, ასევე გარემოს.

„ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და შემდეგი ეტაპი თბილისის ტერიტორიაზე მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსებისა და რეალიზაციის წესის დადგენა იქნება. დედაქალაქის ურბანული განვითარების პარალელურად, ჩვენ მოსახლეობის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე მაქსიმალურად ვზრუნავთ. ახალი წესები გარემოზე მოსალოდნელ უარყოფით ზემოქმედებას შეამცირებს. გარდა ამისა, გამწვანების და ქალაქის დასუფთავებისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებით, არსებული პრობლემების კომპლექსურად მოგვარება მოხდება. ვფიქრობ, ამ მიმართულებით, დედაქალაქის მთავრობის აქტიური მუშაობა ჩვენი ქალაქისა და მოქალაქეებისთვის საჭიროა და გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან შედეგს გამოიღებს,”- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

წესის დადგენის შემდეგ, საცხოვრებელ და რეკრეაციულ ზონებში ჩამოთვლილი მასალის რეალიზება აიკრძალება. მსგავსი მასალის განთავსება-რეალიზაცია დასაშვები იქნება მხოლოდ სპეციალურად დადგენილ ზონებში და ისეთ შენობა-ნაგებობაში, სადაც დაცული იქნება საფრთხის შემცველი ნივთიერებების შენახვისა და რეალიზაციის პირობები და უსაფრთხოების ნორმები.

აღნიშნულ ინფორმაციას საკრებულო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა