ნათია თურნავა  ქართული სუფრისთვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭებაზე - თქვენ არ გიყვართ ქართული კერძები მეგობრებო? მიკვირს, ეს რატომ იწვევს კითხვებს?

თქვენ არ გიყვართ ქართული კერძები მეგობრებო? - ამ კითხვით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს და აღნიშნა რომ, უკვირს, რატომ შეიძლება არსებობდეს კითხვები ქართული სუფრისთვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭებასთან დაკავშირებით.

“ქართული სუფრა ეს არის ცნობილი ფენომენი, რის გამოც, მათ შორის 9 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს საქართველოს. ესაა ჩვენი კულტურის, ეროვნული ტრადიციის თვითმყოფადობის ნაწილი, ესაა ის, რაც ქართულ ღვინოსთან, პოლიფონიასთან ერთად საქართველოს ხდის ერთ-ერთ მიმზიდველ და უნიკალურ ტურისტულ ბაზრად.

აქედან გამომდინარე მე მხოლოდ მივესალმები ამ გადაწყვეტილებას და ძალიან მიკვირს, რატომ იწვევს კითხვებს. თქვენ არ გიყვართ ქართული კერძები მეგობრებო? ქართული სუფრა მარტო კერძები არაა, ეს არის ტრადიცია, რომლის გასაცნობადაც მრავალი ადამიანი ჩამოდის საზღვარგარეთიდან”, - აცხადებს მინისტრი.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს - „ქართულ მრავალხმიანობასა“ და „ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა)“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა