დიმიტრი ხუნდაძე - ახლა არც ბურთის და არც პურმარილის დრო არ არის - იწურება დრო, როცა შეიძლება საერთო შეთანხმება იქნას  ფურცელზე დაწერილი

ახლა არც ბურთის და ვფიქრობ, არც პურმარილის დრო არ არის, იწურება ის დრო, როცა შეიძლება რეალურად საერთო შეთანხმება იქნას დაწერილი ფურცელზე, - ამის შესახებ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგთან დაკავშირებით განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე ჟურნალისტებთან გუშინ აშშ-ის საელჩოს მიერ ორგანიზებულ სადილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ინტერესით ადევნებს თვალს ნებისმიერ შეხვედრას, თუმცა, შეთანხმების იმედი არ აქვს. მისივე თქმით, 100/50-ზე არის უკიდურესი კომპრომისი, რომელზეც „ქართული ოცნების“ გუნდი შეთანხმდა.

„მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ ვღებულობ. მაღალი ინტერესით ვადევნებ თვალს ნებისმიერ შეხვედრას, მაგრამ გულწრფელი რომ ვიყო, დიდი მოლოდინი რომ შედეგი დადგება და შეთანხმება შედგება, ნამდვილად არ მაქვს. თუმცა, თეორიულ შანსს მაინც ვიტოვებ, რომ შესაძლოა, მოვიდეს გონს ოპოზიცია, მთავარ სამიზნედ აიღოს ქვეყნის ინტერესი და არა ის თუ, ვინ როგორ და როგორი უმოკლესი გზით მოხვდება პარლამენტში და მაშინ შესაძლებელია, რომ საკუთარ თავში მოხდეს კომპრომისის მოძიება, რაც უკვე გააკეთა მმართველმა გუნდმა. ჩვენთანაც შიგნით საკმაოდ მკვეთრი იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ მივედით საერთო შეთანხმებამდე, რასაც მე ვეძახი უკიდურეს კომპრომისს, ეს არის 100/50-ზე. ეს არის ის უკიდურესი კომპრომისი, რომელიც იქითაც უკვე სახელმწიფო სტაბილური განვითარების საკითხი შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქით, მოლაპარაკებების შესახებ ოპოზიციის ულტიმატუმები მიუღებელია.

„სამართალი არ შეიძლება, რომ ულტიმატუმის საგნად იქცეს მოლაპარაკებაში, თუ როგორი საარჩევნო სისტემა უნდა იყოს ქვეყანაში. ასე რომ ახლა არც ბურთის და ვფიქრობ, არც პურმარილების დრო არ არის, იწურება დრო, როცა შეიძლება რეალურად საერთო შეთანხმება იქნას დაწერილი ფურცელზე და გაფორმდეს, ამიტომ დროა, უკვე გადაწყვეტილება იქნეს მიღებული,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა