დავით ზალკალიანი - ძალიან მწყდება გული, რადგან მართლაც უნიკალური შესაძლებლობა იქნებოდა, ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაციებისთვის გვემასპინძლა

მე ძალიან მწყდება გული, რადგან მართლაც ეს იქნებოდა უნიკალური შესაძლებლობა, რომ ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაციებისთვის გვემასპინძლა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რითიც ევროპის საბჭოს მინისტერიალის თბილისის ნაცვლად სტრასბურგში ჩატარებას გამოეხმაურა. ზალკალიანის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებით იყო ნაკარნახევი.

„მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვიმოქმედეთ თანხვედრაში ამ ორგანიზაციის წესდებასთან შესაბამისობაში, ჩვენი კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, რადგან არ უნდა მიეცეს არც ერთ ძალას იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში მოახდინოს დესტაბილიზაცია, ესკალაცია, ამ საკითხის გამოყენება სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესებისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები, ყოველდღიური გამოწვევები, ამიტომ მსგავსი სახის მოვლენების განვითარება იყო ყოვლად მიუღებელი და ჩვენ ვიმოქმედეთ სწორედ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ამას გაგებით მოეკიდება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე, როგორც თავმჯდომარეს(ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე) ძალიან გული დამწყდა, რადგან ეს მართლაც იქნებოდა უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ასეთი უმაღლესი დონის შეხვედრისთვის გვემასპინძლა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა რეაქცია ჰქონდა მოსკოვს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვის რეაქცია ჯერ ცნობილი არ არის.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალისა და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებისთვის უნდა ემასპინძლა. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენდა, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული. თბილისში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ჩამოსვლას ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი აპროტესტებდა, რის გამოც დღის წესრიგში ღონისძიების სტრასბურგში ჩატარების საკითხი დადგა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა