ნათია თურნავას განცხადებით, ლარის გამყარება იმის დასტურია, რომ ეროვნული ვალუტა მყარი და ჯანსაღი ვალუტაა და ეკონომიკა მყარად ვითარდება

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ლარის ბოლოდროინდელი გამყარება იმის დასტურია, რომ ეროვნული ვალუტა მყარი და ჯანსაღი ვალუტაა და ეკონომიკა მყარად ვითარდება.

„ლარის გამყარება აბსოლუტურად ლოგიკური და მოსალოდნელი ტენდენციაა, რაზეც ჩვენ უკვე ამდენი ხანია ვსაუბრობთ. სწორედ ამას ვამბობდი, რომ როდესაც ნეგატიური მოლოდინები შემცირდება, ვნებათაღელვა დაცხრება, პოლიტიკური სტაბილურობაც უწყობს ამას ხელს, ლარის დინამიკა წავა გამყარებისკენ და რა თქმა უნდა, ეს ასეც ხდება. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკა არის ჯანსაღი", - აღნიშნა თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა