სელიმ ჩაკირი - საქართველოს ეკონომიკური ზრდა ნამდვილად გასაკვირია, რადგან იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ეს 2019 წელს იყო პროგნოზირებული

თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციას „საქართველო და მსოფლიო 2020“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი წარმატებულად აფასებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

სელიმ ჩაკირის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე 2019 წელს იყო პროგნოზირებული.

„ეს ნამდვილად წარმატებული კონფერენცია იყო. ჩვენ განვიხილეთ, თუ რას მიაღწია საქართველომ და რა გამოწვევებია მის წინაშე. რაც შეეხება სავალუტო ფონდს, ჩვენი პროგრამები გრძელდება, საქართველოს ეკონომიკური ზრდა ნამდვილად გასაკვირია, რადგან იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ეს 2019 წელს იყო პროგნოზირებული“, - აღნიშნა სელიმ ჩაკირმა.

ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის განცხადებით, წელს საქართველოს ეკონომიკაში რისკები დაბალანსებულია, თუმცა, არსებობს მოკლევადიანი გლობალური გამოწვევები.

„წელს რისკები დაბალანსებულია, ბოლო ხანებში არსებობს უფრო მოკლევადიანი გლობალური გამოწვევები, მაგალითად, კორონავირუსით გამოწვეული შეფერხებები, რაც მსოფლიო ეკონომიკაზე გავლენას ახდენს. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ეკონომიკა მდგრადია, მაგალითად, ბიუჯეტში შემოსავლები გაიზარდა. ვფიქრობ, გამოწვევები წელსაც იქნება და მჯერა, რომ ხელისუფლება გააგრძელებს გონივრული პოლიტიკის გატარებას. მოლოდინი გვაქვს, სწორი მონეტარული პოლიტიკით ინფლაციის მოსალოდნელი დონე შენარჩუნდება და დაკმაყოფილდება 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებელი“, - განაცხადა სელიმ ჩაკირმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა