რეჯეფ ტაიფ ერდოღანი - რუსეთს არ სურს, დაინახოს იდლიბში არსებული ჰუმანტარული კატასტროფა - თურქეთი უკან არ დაიხევს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯერ ტაიფ ერდოღანი სირიის იდლიბის პროვინციაში მიმდინარე მოვლენებს ქვეყნის მმართველი პარტიისადმი მიმართვის დროს გამოეხმაურა. მისი თქმით, თურქეთის მოთმინება სირიის ასადის რეჟიმის ქმედებებთან დაკავშირებით, ამოიწურა.

„თურქეთი ყველაფერს ცდილობდა, რომ თავიდან აეცილებინა სირიის იდლიბში ჰუმანიტარული კატასრტოფა, თუმცა რუსეთი ყოველთვის უარყოფდა, დაენახა არსებული საშინელი ვითარება. ჩვენი მიცემული ვადა იწურება. თვის ბოლოს ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვახდინოთ საკუთარი სადამკვირვებლო პუნქტების უსაფრთხოება“, - განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, თურქეთი სამხედრო ავიაციის გამოყენების ვარიანტებსაც განიხილავს.

„ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ ავიასივრცეს ვერ ვიყენებდით, თუმცა მალე ამასაც რამეს მოვუხერხებთ... თურქეთი უკან არ დაიხევს. ჩვენ ვაიძულებთ ასადის რეჟიმს, დატოვონ ის საზღვრები, რომელიც ადრე დავადგინეთ. ჩვენ დავაბრუნებთ სირიელებს საკუთარ სახლებში“, -აღნიშნა ერდოღანმა.

ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სირიის ოპოზიციურმა ჯარებმა, რომელთაც თურქეთი უჭერს მხარს, ქალაქ ნაირაბზე კონტროლი დაიბრუნეს. ნაირაბი საკვანძო ქალაქია სტრატეგიულ სარაქიბის მახლობლად, რომელიც იდლიბის პროვინციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოზიციას წარმოადგენს.

ბოლო რამდენიმე თვეა რუსეთის მხარდაჭერით სირიის ასადის რეჟიმი ცდილობს იდლიბის პროვინციაზე სრული კონტროლი დაამყაროს. გავრცელებული ცნობებით, გუშინდელ დღემდე ისინი რეგიონის ყველა სტრატეგიულ ადგილს აკონტროლებდნენ. ანკარის მიერ მოსკოვისადმი რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ, სირიაში თავის სამხედრო წარმომადგენლობა მნიშვნელოვნად გააძლიერა თურქეთმაც. ამჟამად შეტაკებები პრორუსულ ჯარებსა და პროთურქულ ოპოზიციას შორის მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა