იაპონიის საელჩომ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს საჩუქარად საკურას ნერგები გადასცა

იაპონიის საელჩომ საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელს საჩუქრად საკურას ნერგები გადასცა. მათი ნაწილი, დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შიდა ეზოში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, იაპონიის ელჩთან ტადაჰარუ უეჰარასთან და თსუ-ს რექტორთან, გიორგი შარვაშიძესთან ერთად დარგო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელმა საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა იაპონიის საელჩოს და იმედი გამოთქვა, რომ აყვავებული საკურა საქართველო-იაპონიის მეგობრობის სიმბოლოდ იქცევა.

იაპონიის საელჩომ თბილისს საჩუქრად 100-ზე მეტი ძირი საკურა უკვე გადასცა, რომელთა დიდი ნაწილი თბილისის ბოტანიკურ ბაღში, ნაწილი კი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ეზოში დაირგო. აღსანიშნავია, რომ იაპონელმა მებაღეებმა თბილისისთვის საკურას გამორჩეულად მოყვავილე ფორმა შეარჩიეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო