დავით ზალკალიანი - ევროსაბჭო შეშფოთებულია ყირიმში ადამიანის უფლებების გაუარესების მდგომარეობის შესახებ ცნობებით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტის რანგში, რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიას ეხმაურება. ზალკალიანის განცხადება ევროსაბჭოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

„წელს, რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის დაწყების 6 წლისთავია. მე, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტმა, მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი ცალსახა მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩემი ფიქრები დაღუპულთა და კონფლიქტით დაზარალებულთა ოჯახებთანაა. ჩვენ ყველას გვსურს, რომ ეს კონფლიქტი დასრულდეს, ამ მხრივ მნიშვნელოვანია მინსკის შეთანხმებების სრულად განხორციელება და აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება. უკვე გადაიდგა რამდენიმე იმედისმომცემი ნაბიჯი, მათ შორის ახალი დინამიკა „ნორმანდიულ ფორმატში“ და პატიმრების გაცვლა, რომელსაც შარშან ჰქონდა ადგილი. ევროსაბჭო შეშფოთებულია ცნობებით ყირიმში ადამიანის უფლებების გაუარესების მდგომარეობის შესახებ, განსაკუთრებით, უმცირესობებთან მიმართებაში“, - აცხადებს ზალკალიანი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა