„შეცვალეს“ წევრებმა პარლამენტის კანცელარიაში გია ვოლსკის გამოსახულებით საბჭოთა კავშირის „პასპორტი“ ჩააბარეს

პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს" წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის კანცელარიაში საბჭოთა კავშირის „პასპორტი“ ჩააბარეს, რომელზეც ვიცე - სპიკერის გია ვოლსკის ფოტოსურათი იყო დატანილი.

როგორც „შეცვალეს" წევრმა დიმიტრი ბიძინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომუნისტური პარტიის ყოფილ წევრს, გია ვოლსკის მორალური უფლება არ აქვს გააპროტესტოს პერფორმანსი, რომლის ფარგლებშიც პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნი გააჟღერეს.

„ჩვენი დღეს აქ მოსვლის მიზეზი არის გია ვოლსკი, რომელიც იყო ცეკას ინსტრუქტორი, რომელიც იყო კომუნისტური პარტიის წევრი და ახლა უკვე დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოდგილეა. ეს ადამიანი დღეს რატომღაც აპროტესტებს და თურმე უკვირს ის პერფორმანსი, რომელიც დადგა პარლამენტის ერთ-ერთმა დეპუტატმა და ჩართო საბჭოთა ჰიმნი. ჩვენ გვახსოვს, რომ მას ხმა არ ამოუღია მაგალითად „გავრილოვის ღამეზე", ხმას არ იღებს „გავრილოვის პატიმრებზე" და საერთოდ ის ხმას არ იღებს, როგორ იქცევა რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაკრულ კომენტარებს აკეთებს, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ საქართველოს ჰყავს „რუსული ოცნება“, - განაცხადა „შეცვალეს" წევრმა დიმიტრი ბიძინაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო