ნათია თურნავა - ტყიბულში მეშახტეების შრომის უსაფრთხო პირობები ნომერ პირველი ამოცანაა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ ტყიბულში მეშახტეების შრომის უსაფრთხო პირობები ნომერ პირველი ამოცანაა.

თურნავას განმარტებით, მიმდინარე მოვლენებს პირადად ადევნებს თვალყურს.

"ეკონომიკის სამინისტრო და პირადად მე ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ტყიბულში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენთვის ყოველთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ტყიბულში მეშახტეების შრომის უსაფრთხო პირობები იყო. ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო პერიოდულად ამოწმებს ინვესტორს, შახტებს. მან კატეგორიული მითითებები მისცა ინვესტორს და სწორედ ამიტომ მათ სარემონტო სამუშაოები უნდა განახორციელონ. მისასალმებელია, რომ ეს იმდაგვარად კეთდება, რომ არცერთი ადამიანი არ დაზარალდება, მათი შრომის ანაზღაურება სრულად იქნება დაფარული. როგორც ვიცი, მეშახტეებს შესთავაზეს სხვა სამუშაო ადგილი დროებით, ხოლო რამოდენიმე კვირის მერე, როდესაც სარემონტო პროცესი დასრულდება, ეს ადამიანები დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს", - აცხადებს თურნავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო