მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის პოზიციის გამო ერთი ადგილის ტკეპნა გვიწევს - ვიტოვებთ იმედს, რომ დიალოგში შემოვლენ

ოპოზიციის პოზიციის გამო ერთი ადგილის ტკეპნა გვიწევს. ვიტოვებთ იმედს, რომ დიალოგში შემოვლენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგის საკითხს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებაც იმაში მდგომარეობს, რომ დიალოგი განახლდეს.

„სამწუხაროდ ოპოზიციის ქმედებების და იმ პოზიციის გამო, რაც მათ დღეს აქვთ დაჭერილი, გვიწევს ერთი ადგილის ტკეპნა. მაგრამ ვფიქრობ, რაც უფრო ცოტა დრო დარჩა გადაწყვეტილების მიღებამდე, მით უფრო აიღებენ ისინი პასუხისმგებლობას, მაინც ვიტოვებთ ამის იმედს, რომ დიალოგში შემოვლენ, რომლიც იქნება საბოლოოდ განმსაზღვრელი, როგორ ჩავატარებთ 2020-ში არჩევნებს.

არჩევნები რომ დემოკრატიულად ჩატარდება, ამასთან დაკავშირებით გარანტიას იღებს ხელისუფლება. რა სისტემით ჩატარდება, ეს არის მათ შორის ოპოზიციაზეც დამოკიდებული“, - განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა