შიდა ქართლის რეგიონში ბინა 34 დევნილ ოჯახს გადაეცა

შიდა ქართლის რეგიონში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინის მფლობელი 34 დევნილი ოჯახი გახდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გადასცეს.

მათივე ინფორმაციით, გორსა და ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსებში არსებული საცხოვრებელი ფართები, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, გაანაწილა.

სამინისტროს ცნობით, 2020 წელს ახალი საცხოვრებელი 2500-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცემა, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართები კი 1500-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა