სებასტიან მოლინეუსი - ვხედავ მთავრობის მონდომებას, რაც ხელს შეუწყობს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას - საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატიც კიდევ უფრო უმჯობესდება

ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ბიზნესგარემო შეაფასა.

მოლინეუსის თქმით, ის მოხარულია მთავრობის მონდომებით, რაც ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

„ვფიქრობ, მიმდინარე განათლებისა და ჯანმრთელობის რეფორმები გადამწყვეტი იქნება. მოხარული ვარ, რომ ვხედავ მთავრობის მონდომებას, რაც ხელს შეუწყობს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას. საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატი კიდევ უფრო უმჯობესდება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სხვადასხვა რეიტინგში ძალიან მაღალ პოზიციებზეა, მაინც არსებობს მეტად გაუმჯობესების შესაძლებლობები. დაბოლოს, ქვეყანაში არსებობს ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია, რომელიც ახლახან ამოქმედდა და მთავრობასთან სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ამ მიმართულებით“, -აცხადებს სებასტიან მოლინეუსი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში.

ცნობისთვის, კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2020“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით უკვე მეორედ ტარდება. წელს ღონისძიებას 200-მდე მონაწილე და სტუმარი ესწრება, მათ შორის, მონაწილეობას იღებს მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი, ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა