გამომცემლობა „პალიტრა L“ კამპანიას „ყველა ბავშვი მკითხველია“ იწყებს

საქართველოში ბავშვების თითქმის ნახევარს საბავშვო წიგნები არ აქვს. სტატისტიკა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევამ აჩვენა, რომლის მიხედვითაც ბავშვების 44%-ს წიგნებზე ხელი არ მიუწვდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ "პალიტრა L“-დან აცნობეს, გამომცემლობა "პალიტრა L“-მა გადაწყვიტა, თავისი წვლილი შეიტანოს აღნიშნული რეალობის შეცვლის საქმეში, გამომცემლობა კამპანიას „ყველა ბავშვი მკითხველია“ იწყებს და თანამოაზრეებს იხმობს.

„ამ პროექტის იდეა მაშინ მოგვივიდა, როდესაც ვნახეთ კვლევა. ბევრს ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ბავშვებისთვის. გადავწყვიტეთ, სხვებიც ჩაგვერთო ამ მნიშვნელოვან საქმეში, რომ მასშტაბები ბევრად დიდი ყოფილიყო. ერთ კვირაში გვინდა მოვიცვათ მთელი საქართველო, ყველგან იყოს ბავშვებისთვის გამოყოფილი დრო, სადაც ისინი წიგნებს შეხვდებიან. ჩვენი მიზანია, ერთად ვუმასპინძლოთ ბავშვებს და მოვუწყოთ მათ ლიტერატურული თავგადასავალი", - განაცხადა გამომცემლობა "პალიტრა L“-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა ანანო თავხელიძემ.

გამომცემლობა "პალიტრა L"-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, მარიამ აბდუშელიშვილის განცხადებით, მსგავსი კამპანიის ჩატარებას გამომცემლობა ყოველწლიურად გეგმავს.

„დაინტერესებულ კომპანიებს, ორგანიზაციებს, სკოლებსა და საბავშვო ბაღებს ვთავაზობთ, 14 მარტამდე, დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ მათთვის წიგნების მიწოდებას, რომ ბავშვებს წაუკითხონ ლიტერატურა. მონაწილე ორგანიზაციებმა ერთი ღონისძიება მაინც უნდა დაგეგმონ ბავშვებისთვის, რის შემდეგაც, მიიღებენ სპეციალურ პოსტერს, რომ იყვნენ ამ კამპანიის ნაწილი. გვინდა, რომ მსგავსი კამპანია დავნერგოთ და ყოველ წელს ჩავატაროთ", -აცხადებს გამომცემლობა "პალიტრა L"-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, მარიამ აბდუშელიშვილი.

იხილეთ სარეგისტრაციო ბმული: http://bit.ly/37X4fDD

გამომცემლობის ინფორმაციით, ღონისძიებები 16 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით გაიმართება. #ყველაბავშვიმკითხველია

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს