შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ პასუხი მათთვის საინტერესო კითხვებზე, ასევე ადგილზე გაევლოთ რეგისტრაციის იმიტაცია და დეტალურად გაცნობოდნენ რეგისტრაციის ინსტრუქციასა და წესებს.

შეგახსენებთ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ღია კარის დღე ყოველ ოთხშაბათს, 16:00 საათზე იმართება.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში დაიწყება, რა დროისთვისაც გამოქვეყნდება აბიტურიენტების ცნობარი და საგნების დაზუსტებული ჩამონათვალი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს