დავით საგანელიძე - მხარს ვუჭერ, რომ სარკინიგზო ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს დარჩეს, ხოლო გადაზიდვები და ლოჯისტიკა კერძო ხელში იყოს

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე მხარს უჭერს, რომ სარკინიგზო ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩეს და გადაზიდვები კერძო ინვესტორის ხელში იყოს.

„მთავრობის გადაწყვეტილებებში და პოლიტიკაში არ შევალ, თუმცაღა მე მხარს ვუჭერ, რომ რკინიგზა, როგორც ინფრასტრუქტურა, რელსები მისი ტერიტორია ბაქნები და ასე შემდეგ, სახელმწიფოს დარჩეს, ხოლო თვითონ გადაზიდვები , ლოჯისტიკა უნდა იყოს კერძო ხელში. ამისი მაგალითები ევროპაში ბევრია და ვფიქრობ, ეს საინტერესო მოდელია“,-აღნიშნა საგანელიძემ.

რაც შეეხება სახელმწიფო ელექტროსისტემას, საგანელიძის თქმით, დაწყებულია საპარტნიორო ფონდიდან ეკონომიკის სამინისტროსთვის ენერგოობიექტების გადაცემის პროცესი.

„პროცესი დაწყებულია, ენერგოობიექტების გადაცემას ვახდენთ ეკონომიკის სამინისტროზე. ეს ხანგრძლივი პროცესია. რაც შეეხება ელექტროსისტემის გასხვისებას, ეს სახელმწიფოს სტრატეგიული პოლიტიკაა და სწორი არ იქნება ფონდის ხელმძღვანელმა ისაუბროს“,-აცხადებს საგანელიძე.

ცნობისთვის, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ვანო მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2020“ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „საქართველოს რკინიგზის“ პრივატიზაცია შესაძლებელია და ამ მიმართულებით მთავრობამ უნდა იფიქროს.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, არსებობს ევროკავშირის საუკეთესო მაგალითები, როდესაც ნიადაგი და ძირითადი ინფრასტრუქტურა რჩება სახელმწიფოს ხელში და გადაზიდვები, მათ შორის „ტრეიდინგი“ არის კომერციალიზირებული. მისივე თქმით, ამ დროს ეფექტურობა როგორც წესი, მეტია ხოლმე.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კი აცხადებს, რომ მთავრობა რკინიგზის პრივატიზებას არ გეგმავს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა