გიორგი ვაშაძე - გარანტიას ვაძლევ „ქართულ ოცნებას“, რომ ძვლებში დავანგრევთ ნებისმიერ რაიონში

მთავრობის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრას „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში მაჟორიტარების სახელებსა და გვარებზე მსჯელობა არ ყოფილა, ამიტომაც 4 აპრილს აუცილებლად გახდება ცნობილი მათი სახელები და გვარები.

ვაშაძის განცხადებით, მსგავსი სიუჟეტების გაკეთებით ოპოზიციაში განხეთქილება არ წარმოიქმნება.

„მე დიდ მნიშვნელობას საერთოდ არ მივანიჭებდი ამ სიუჟეტს. მთავარი არის: პირველი - ოპოზიცია შეთანხმდა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე საერთო მაჟორიტარები გვეყოლება, მეორე – სახელებზე და გვარებზე ჯერჯერობით მსჯელობა არ ყოფილა და 4 აპრილს აუცილებლად გამოცხადდება სახელებიც და გვარებიც. მესამე – ეს თუნდაც ამ ტიპის სიუჟეტის გაკეთება, ოპოზიციაში განხეთქილებას ვერ შეიტანს და პირადად მე პირობას ვაძლევ თითოეულ მოქალაქეს, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ერთიანობა შეინარჩუნოს, რადგან ეს არის გამარჯვების ფორმულა და არა დაშლა და ერთმანეთის წინააღმდეგ საუბარი. რაც შემეხება მე, მზად ვარ საერთო გადაწყვეტილება თუ იქნება მაჟორიტარად დავდგე საქართველოს ნებისმიერ რაიონში და გარანტიას ვაძლევ „ქართულ ოცნებას“ , რომ ძვლებში დავანგრევთ ნებისმიერ რაიონში”, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პარტია „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა