“ევროპული საქართველოს” ოფისთან ახალგაზრდების ჯგუფმა აქცია გამართა

“ევროპული საქართველოს” ოფისთან ახალგაზრდების ჯგუფმა მორიგი აქცია გამართა. მათი განცხადებით, მოთხოვნა უცვლელია - დატოვოს პარლამენტის დეპუტატის მანდატი “ევროპული საქართველოს” წევრმა, ელენე ხოშტარიამ.

მათი თქმით, ხოშტარია დეპუტატობას არ იმსახურებს, რადგან მისი ქმედება მოღალატეობრივი იყო.

“ქართველი ახალგაზრდები არ დაიღლებიან”, “რუსეთი ოკუპანტია”, “დატოვე მანდატი”, “წადი ელენე რუსეთში” - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს, საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმა - ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში პროტესტის ნიშნად, საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჰიმნი იმ დროს გააჟღერეს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს