ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ენრიკო ვალვოსთან შეხვედრა გამართა . როგორც „ინტერპერსნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა კორონავირუსის (COVID-19) შესახებ და ადგილზე არსებული მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის გაცვლა. „ელჩმა ქართულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია დღეს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, კერძოდ იტალიის რომელ რეგიონში და ქალაქებში დაფიქსირდა ყველაზე მეტი შემთხვევა და რა ღონისძიებებს, აკრძალვებსა თუ შეზღუდვებს მიმართავს ქვეყანა დაავადების შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად. მინისტრის მოადგილის მხრიდან, ელჩს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში და მის სამეზობლოში არსებულ ვითარებაზე, ასევე იმ ქმედებებზე, რომელსაც ატარებს საქართველოს მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მზადყოფნის თვალსაზრისით . იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში კორონავირუსის (COVID-19) სწრაფი გავრცელება საკმაოდ დიდ ზეგავლენას ახდენს როგორც ადამიანების ჯანმრთელობაზე, ასევე სახელმწიფოების ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე, საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად ახდენს ინფორმაციის გაცვლას საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და სხვადასხვა კოლეგა უწყებებს შორის”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა