დონალდ ტრამპი კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კორონავირუსთან დაკავშირებით თეთრ სახლში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. როგორც პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა, პრესკონფერენციას დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

პრესკონფერენცია ადგილობრივი დროით საღამოს 6 საათზე (თბილისის დროით დილის 03:00 საათზე) დაიწყება.

„მე, ამ საკითხზე, თეთრ სახლში, პრესკონფერენციას გავმართავ, დღეს, საღამოს 6:00 საათზე. პრესკონფერენციაზე იქნებიან დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენლები და სხვა პირები“, - დაწერა ტრამპმა.

შეგახსენებთ, თეთრი სახლის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია კონგრესს ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად 2,5 მილიარდი დოლარის გამოყოფას სთხოვს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია