მარინა ეზუგბაია ინფექციურში შეყვანილ 14 პაციენტზე - დიდი ალბათობით, ამ შემთხვევებშიც ტესტის შედეგი იქნება ნეგატიური

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 14 პაციენტის ტესტის პასუხები კორონავირუსზე ჯერჯერობით უცნობია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის ვარაუდობს, რომ ამ პაციენტების შემთხვევაშიც ტესტის პასუხი ნეგატიური იქნება.

„დღეს დილით ჩვენ გვყავდა 13 პაციენტი, დღის განმავლობაში კიდევ დაგვემატა რამდენიმე, დღეს დილით მოხდა პაცინტებზე ტესტის აღება კორონავირუსზე. ვინაიდან 14 პაციენტი იყო, ძალიან გაძნელდა ტესტების შეგროვება ერთდროულად იმიტომ, რომ თითოეული ტესტის აღებას თითოეულ პირზე აქვს გარკვეული პროტოკოლური შევსება და დრო, ამიტომ ძალიან გაიწელა ამ 14 პაციენტზე ტესტების აღება და დაახლოებით, 2-3 საათი იყო, როცა მორჩა მთელ ამ 14 პაციენტზე პროტოკოლის შევსება და ტესტების აღება და წაღება. აქედან გამომდინარე, ჯერ ვერ დამთავრდა ანალიზის ბოლომდე დასრულება და პასუხები ჯერ არ გვაქვს ხელზე, ალბათ 1 ან 2 საათი შეიძლება დასჭირდეს ტესტის მოწოდებას ჩვენთვის, ზუსტად მე ვერ გეტყვით დროს. სანერვიულო არაფერი არ გვაქვს. პაციენტების ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურა ნორმალურია, გამორიცხულია პნევმონია, კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნება არცერთთან, დღის განმავლობაში მათი მდგომარეობა არის სტაბილური. დიდი ალბათობით, ამ შემთხვევებშიც ტესტი შედეგი იქნება ნეგატიური“, - განაცხადა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო