ნიცაში კარნავალის დასკვნითი ღონისძიება კორონავირუსის გამო გაუქმდა

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, კორონავირუსის საფრთხის გამო, კარნავალის დასკვნითი ღონისძიებები გაუქმდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ნიცაში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მივიღე გადაწყვეტილება, რომ კარნავალის ბოლო დღის ღონისძიებები გაუქმდეს“, - დაწერა „ტვიტერზე“ ქალაქის მერმა.

ტრადიციული ე.წ. სამეფო კარნავალი ნიცაში 15 თებერვალს დაიწყო, შაბათს კი კარნავალი გრანდიოზული ფინალური ღონისძიებებით უნდა დახურულიყო. ნიცამ შაბათს დაგეგმილი ფოიერვერკიც გააუქმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა