პრემიერ-მინისტრმა საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებისთანავე საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით შექმნილი საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა. საგანგებო ჯგუფი მთავრობის მეთაურმა საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებისთანავე შექმნა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრემიერ -მინისტრის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

პრემიერმა ყველა უწყების წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

საგანგებო-საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის შედეგად, ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლა შეიზღუდა. აღნიშნულის შესახებ ირანულ მხარეს შესაბამისი არხების მეშვეობით უკვე ეცნობა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს