ეკატერინე ტიკარაძე - 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, რომ ქვეყანაში არ აღმოჩნდეს კორონავირუსის ეპიდაფეთქება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას განუმარტავს, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების მიუხედავად, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

აღნიშნულის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, პრემიერთან ერთად გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ირანთან ორი კვირით საზღვარი შეიზღუდოს.

„ძალიან დიდი მადლობა მედიას მზაობისთვის, კიდევ ერთხელ ვუდასტურებ ჩვენ მოსახლეობას, რომ მათ პანიკის საფუძველი არ აქვთ. ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ისევე როგორც ყველა დანარჩენი უწყება, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ იმისთვის, რომ პრევენციული ღონისძიებების ხარისხიანი გატარების შედეგადაც ჩვენს ქვეყანაში არ აღმოჩნდეს კორონავირუსის ეპიდაფეთქება. ყველას მშვიდობიან ღამეს გისურვებთ “, - განაცხადა ტიკარაძემ.

იხილეთ ვიდეო: ჯანდაცვის მინისტრის საგანგებო ბრიფინგის ვრცელი ჩანაწერი - საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების შესახებ გამოაცხადეს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა