ამირან გამყრელიძე - საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ირანიდან საქართველოს მიმართულებით სამარშრუტო ტაქსით მოდიოდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით დაავადებული 50 წლამდე მამაკაცი საქართველოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით სამარშრუტო ტაქსით მოდიოდა.

როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, კორონავირუსით დაავადებული ადამიანი საქართველოს ტერიტორიაზე სამარშრუტო ტაქსით არ შემოსულა და საზღვრიდან სიმპტომების დადგენის შემდეგ, ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში სასწრაფო დახმარების მანქანით და შესაბამისი ეკიპირებით გადაიყვანეს.

"ის ირანიდან საქართველოს მიმართულებით სამარშრუტო ტაქსით მოდიოდა. გადმოკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი და გამოემგზავრა საქართველოსკენ, მაგრამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, როდესაც დაუფიქსირდა სიმპტომები, ის გადაუდებელი დახმარების სამსახურმა გადაიყვანა ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში. კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც მასთან ერთად იყო ინფექციურ საავადმყოფოშია და კორონავირუსი არ დაუდგინდა. რამდენიმე ადამიანი, რომელიც ირანიდან მასთან ერთად მგზავრობდა კარანტინშია აზერბაიჯანში", - აცხადებს გამყრელიძე.

მისივე თქმით, ინფექციის დაფიქსირების პირველივე წუთებიდან დაავადებათა კონტროლის სამსახურის შესაბამისმა დანაყოფებმა დაიწყეს მუშაობა კონტაქტების გამოსავლენად.

"კონტაქტები ირანიდან იწყება. დღეს შევატყობინეთ აზერბაიჯანის შესაბამის სამსახურებს. ასევე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, უკვე მუშაობს ირანთან და აზერბაიჯანთან, რათა დროულად გამოვლინდეს ყველა კონტაქტი", - აღნიშნავს გამყრელიძე.

ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს