თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 19 პაციენტი იმყოფება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის, ინფექციურ საავადმყოფოში 19 პაციენტი იმყოფება.

როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 19 პაციენტიდან 17-ს უკვე ჩატარებული აქვს გამოკვლევა ახალი კორონავირუსის ინფექციაზე, 1 მათგანს დაუდასტურდა, ხოლო 16-ს - არა. 2 პაციენტი კი დღეს შეიყვანეს და ისინი ჯერ გამოკვლეულები არ არიან.

„ვისაც დაუდასტურდა, ის დარჩება ჩვენთან. ამ 16-დან 3-ს, ვინც საჭიროებს მკურნალობას არაკორონავირუსის გამო, მაგრამ საჭიროებს მკურნალობას, მათ გრიპი აქვთ, ისინი დარჩებიან ჩვენთან, ხოლო 13 პიროვნება, რომელსაც არ დაუდასტურდა კორონავირუსი და მათი მდგომარეობა კარგია, არ აღენიშნებათ ტემპერატურის მომატება ან რესპირაციული ინფექციის რაიმე სიმპტომები, ისინი გადაყვანილ იქნებიან საკარანტინო სივრცეში და კონტაქტიდან 14 დღის მანძილზე იქნებიან კარანტინში. ანუ 19-დან 13 პიროვნება გადაყვანილი იქნება კარანტინში, 6 დარჩება ჩვენთან, ამ 6-დან ერთს დადასტურებული აქვს ინფექცია, სამს არ აქვს კორონავირუსით ინფექცია, მაგრამ თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროებს დარჩენას და მკურნალობას, ხოლო 2 ახალი მოსულია და ჯერ გამოკვლეული არ არის“, - განაცხადა ცერცვაძემ.

რაც შეეხება პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი.

"თუ რა სახის მკურნალობა ჩაუტარდება, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა სიმძიმის იქნება ეს ინფექცია და რა გართულებები ექნება. ამ წუთში, ამ პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას ტემპერატურის მომატება არ აღენიშნება და არც ფილტვების ანთება, პნევმონია არ აღენიშნება. ამ წუთში ის რაიმე ინტენსიური თერაპიის ჩატარებას არ საჭიროებს, მაგრამ თუ საჭიროება გახდება, მას ჩაუტარდება ყველა მკურნალობა",-განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო