აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ორ პირს, რომელთაც ტემპერატურა ჰქონდათ, საზღვრის გადმოკვეთის საშუალება არ მისცეს

აჭარაში საზღვრისპირა რეგიონში საეჭვო კლინიკური ნიშნით პაციენტი არ გვყავს, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, საზღვრებზე მგზავრთა სკრინინგი ინტენსიურად მიმდინარეობს.

"ამ ეტაპზე არ გვყავს საეჭვო კლინიკური ნიშნით არც ერთი პაციენტი აჭარაში. ამ შემთხვევის გამოვლენა პრინციპში პროგნოზირებული იყო და ველოდებოდით, რომ ამხელა მასშტაბური ინფექციის გამოვლენიდან, რაღაც ეტაპზე რომ საქართველოშიც დაფიქსირდებოდა. ზომებზე სტრატეგიას ქმნის ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ჩვენი სამოქმედო გეგმაც არის იდენტური. ხვალ იგეგმება სამუშაო შეხვედრები. გამოვლენილ ფაქტთან დაკავშირებით, უკვე გვქონდა შეხვედრა აჭარის მთავრობაში და გავიარეთ ყველა საჭირო ღონისძიებები, რაც შეიძლება უახლოეს პერიოდში დაიგეგმოს. რაც შეეხება საზღვარს, მგზავრთა სკრინინგი ინტენსიურად მიმდინარეობს როგორც აეროპორტში, ასევე სარფში სამედიცინო პერსონალი ყველა საეჭვო ჩივილებით მგზავრებს ამოწმებს. თუ გამოვლინდება საეჭვო შემთხვევა მისი გადაყვანა მოხდება ინფექციურ საავადმყოფოში. რამდენჯერმე პირს საზღვარზე ჰქონდა გადმოსვლის მცდელობა, თუმცა ისინი უკანვე იქნა მიბრუნებული თურქეთის მხარეს. როგორც ვიცი ირანის ორი მოქალაქე იყო მათ 37,5 სიცხე ჰქონდათ. ჩვენს ზონაში არც ერთი საეჭვო პირი არ მოხვედრილა",-განაცხადა ნიჟარაძემ.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა