დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ ქვეყანა სწრაფად შეძლებს „მომავლის ვაქცინის“ შემუშავებას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად კორონავირუსსთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

მისი განცხადებით, აშშ ცდილობს ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინა „სწრაფად“ შეიმუშაოს.

„ექიმებთან საუბრის შემდეგ,ჩვენ ვფიქრობთ, რომ მისი, ვაქცინის მომავალისთვის შემუშავება ჩვენ სწრაფად შეგვიძლია“, -განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, ​კორონავირუსის გავრცელების რისკი ამერიკაში არის „ძალიან დაბალი“.

„იმ ზომების გამო, რაც ჩვენ მივიღეთ, რისკი არის ძალიან დაბალი“,-განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ ქვეყანა მზადაა „რომ ადაპტაცია მოახდინოს და სათანადოდ მოიქცეს, როცა დაავადება გავრცელდება“.

ცნობისთვის, ამ დროისთვის აშშ-ში კორონავირუსის დაახლოებით 60 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 42 პირი, საკრუიზო გემ Diamond Princess-ზე ინფიცირდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა