დონალდ ტრამპი - ძალიან ბევრი სახის ნიღაბი შევუკვეთეთ, შესაძლოა, არ დაგვჭირდეს, მაგრამ ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც უნდა ვიყოთ მზად

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი უხელმძღვანელებს ჯგუფს, რომელიც კორონავირუსის საკითხებზე იმუშავებს.

„მე ვაპირებ დავნიშნო მაიკ პენსი. მაიკი იმუშავებს პროფესიონალებთან, ექიმებთან და ყველასთან, ვინც ამ თემაზე მუშაობს“,-განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივანი ანგარიშვალდებული პირადად მასთან იქნება.

„ჩვენთვის არ არსებობს იმაზე მეტი პრიორიტეტი, ვიდრე უსაფრთხოება, უშიშროება და ჯანმრთელობა ამერიკელი ხალხის“,-აღნიშნა ტრამპმა.

მისივე თქმით, ქვეყანა ყველა ზომას იღებს, რომ დაიცვას ამერიკის მოქალაქეები.

„ჩვენ ძალიან ბევრი სახის ნიღაბი შევუკვეთეთ. შესაძლოა არ დაგვჭირდეს, მაგრამ ჩვენ ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც უნდა ვიყოთ მზად“,-განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის აშშ-ში კორონავირუსის დაახლოებით 60 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 42 პირი, საკრუიზო გემ Diamond Princess-ზე ინფიცირდა.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით