აშშ-ის დაავადებათა კონტროლის სამსახურის წარმომადგენელი - ახლა კარგი დროა ბიზნესმა, ჯანდაცვის სისტემამ, უნივერსიტეტებმა, სკოლებმა გადახედონ თავიანთ მზაობას პანდემიისთვის

აშშ-ის დაავადებთა კონტროლის სამსახურის და პრევენციის დირექტორის მოადგილე, ენ შჩუჩატი, რომელმაც კორონავირუსის საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად გამართა, აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებას ელოდებიან.

„ჩვენი აგრესიული შეკავების სტრატეგია აშშ-ში მუშაობს და სწორედ ამიტომაა, რომ გვაქვს შემთხვევების ასეთი დაბალი მაჩვენებელი ჯერჯერობით, თუმცა ჩვენ მეტ შემთხვევებს ველით და ახლა კარგი დროა, რომ ამისთვის მოვემზადოთ. ეს კარგი დროა ბიზნესისთვის, ჯანდაცვის სისტემისთვის, უნივერსიტეტებისთვის და სკოლებისთვის, რომ გადახედონ პანდემიისთვის მზადების გეგმებს და დარწმუნდნენ, რომ ისინი მზად არიან“,-განაცხადა შჩუჩატმა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის აშშ-ში კორონავირუსის დაახლოებით 60 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 42 პირი, საკრუიზო გემ Diamond Princess-ზე ინფიცირდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო