დავით ზალკალიანი თბილისში ავსტრიის ამბასადორიალს გახსნის

27-29 თებერვალს, თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საგარეო საქმეთა სამინისტრო რეგიონულ ამბასადორიალს გამართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ამბასადორიალს, რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობისა, ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში აკრედიტებული ავსტრიის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, ასევე ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და განვითარების სააგენტოს (ADA) წარმომადგენლები მონაწილეობენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გახსნის.

საკუთარ გამოსვლაში, მინისტრი ისაუბრებს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე და კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს გააცნობს. აღსანიშნავია, რომ ავსტრიის რესპუბლიკის ამბასადორიალის ფარგლებში, 27 თებერვალს ასევე გაიმართება ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ქართული მხრიდან დელეგაციას უხელმძღვანელებს მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ავსტრიული მხრიდან - ორმხრივი ურთიერთობების სექციის გენერალური დირექტორი ალექსანდერ მარშიკი.

ამბასადორიალის მონაწილეები, EUMM-ის მისიასთან ერთად ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს დაათვალიერებენ. აღსანიშნავია, რომ თბილისი უკვე მეორედ ევროპის სახელმწიფოების რეგიონულ ამბასადორიალებს, 2016 წელს თბილისში პირველად გაიმართა საფრანგეთისა და გერმანიის ელჩების რეგიონალური შეხვედრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა