USAID-ის მისიის ხელმძღვანელი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე და სამეგრელო - ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული წარმატებულ აგრობიზნესმენებს შეხვდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი, ზუგდიდის ტექნოპარკში, წარმატებულ აგრობიზნესმენებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე USAID-ის ახალი საგრანტო პროგრამა - „გრანტები სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ღირებულებით ჯაჭვში ინოვაციური ცვლილების წასახალისებლად“ წარადგინეს.

მათივე ინფორმაციით, საგრანტო პროგრამის მიზანია, მოიძიოს და დააფინანსოს ინოვაციური იდეები, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიონ შერჩეულ ერთ ან რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (კენკრა, მწვანილი, კურკოვანი ხილი, თესლოვანი ხილი (ვაშლი), მალფუჭებადი ბოსტნეული, მანდარინი, სუფრის ყურძენი და კაკლოვანი კულტურები (გარდა თხილისა)) წარმოების ღირებულებათა ჯაჭვზე.

„ახალი საგრანტო პროგრამა კიდევ ერთი მხარდაჭერაა ამერიკის მხრიდან. ნებისმიერი ნოვაცია ნიშნავს პირველად წარმოებაში მეტი პროდუქციის შექნას, მეტი საბაზრო ურთიერთობების ჩართვას და მეტ საექსპორტო პროდუქციას. ვფიქრობთ, ახალი პროექტი წარმატებული იქნება“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

სამინისტროს ცნობით, როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ აღნიშნა, ახალი პროექტი მეწარმეებს საშუალებას აძლევს მიიღონ გრანტი საქმიანობის გასაფართოებლად ან ახალი საქმიანობის წამოსაწყებად, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო