ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო საჯარო ბაღებს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით დამატებითი პრევენციული ღონისძიებების რეკომენდაციით მიმართავს

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ 181 საჯარო ბაღს ახალი კორონავირუსისგან თავის ასარიდებლად დამატებით საპრევენციო ღონისძიებები, საინფორმაციო ბროშურები და რეკომენდაციები გაუგზავნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ბაღში 10:00 საათის მონაცემებით, 40-65%-იანი დასწრებაა. მათივე ინფორმაციით, როგორც წესი, ეს მაჩვენებელი ყოველდღიურად 40-70%-ის ფარგლებში მერყეობს.

სააგენტოს ცნობით, თითოეულ ბაგა-ბაღში, ბავშვთა ოდენობიდან გამომდინარე, აღსაზრდელების ჯანმრთელობას 1 ან 2 ჯანმრთელობის კოორდინატორი ამოწმებს.

როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ბაღები ამ დროისთვის ყველა საჭირო სადეზინფექციო და ჰიგიენური საშუალებითაა აღჭურვილი.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, ესენია:

  • მოერიდეთ ახლო კონტაქტს ავადმყოფ ადამიანებთან, ვისაც აღენიშნება ცხელება და ხველა;
  • ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით, ხოლო მათზე ხელმისაწვდომობის არქონისას გამოიყენეთ სპირტის შემცვლელი ხსნარი;
  • მოერიდეთ ცხვირზე, თვალსა და პირზე ხელის ხშირ შეხებას;
  • ხველისა და ცემინებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი;
  • ჯანმრთელმა ადამიანმა ნიღაბი უნდა ატაროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უვლის ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულს;
  • თუ ახველებთ ან აცემინებთ, გაიკეთეთ ნიღაბი;
  • ნიღბის ტარება ეფექტურია მხოლოდ ხელების ხშირ დამუშავებასთან ერთად სპირტის შემცვლელი ხსნარით ან საპნითა და წყლით;
  • ნიღბის ტარების შემთხვევაში დაიცავით მისი სწორად მოხმარებისა და გადაგდების წესები;
  • მიიღეთ თერმულად კარგად დამუშავებული ხორცის პროდუქტები და კვერცხი;
  • მოერიდეთ დაუცველ ან მჭიდრო კონტაქტს გარეულ ან/და ფერმის ცხოველებთან

ამ რეკომენდაციებს ახლავს ხელების წყლითა და საპნის დაბანის დასურათებული წესებიც.

ბროშურებში ასევეა საუბარი კორონავირუსის გავრცელების სავარაუდო გზებსა და სიმპტომებზეც.

„ახალი კორონავირუსი ვრცელდება:

  • წვეთოვანი გზით: ხველით, ცემინებით
  • თვალზე, პირზე და ცხვირზე დაუბანელი ხელის შეხებით
  • დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტით-შეხება, ხელის ჩამორთმევა
  • იშვიათ შემთხვევაში ფეკალიებთან კონტაქტით

ახალი კორონავირუსის სიმპტომებია:

  • ცხელება
  • ხველა
  • სუნთქვის გაძნელება
  • მძიმე დაავადება“, - ნათქვამია ბაგა-ბაღების სააგენტოს მიერ ბაგა-ბაღების დირექციებისადმი გაგზავნილ წერილში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის