ჯანდაცვის სამინისტრო კომპანიებს პირბადეების მარაგების დროულად შევსების დავალებას აძლევს და მოუწოდებს, მათი რეალიზაცია „შესაბამის ფასში“ მოახდინოს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მწარმოებლებსა და შემომტანებს პირბადეების მარაგების მყისიერად შევსება დაავალა.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, როდის შეივსება ფარმაცევტულ ბაზარზე პირბადეების დეფიციტი, სამინისტროში პასუხი არ აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ დავალება უკვე გაცემულია.

ამასთან, სამინისტრო მოუწოდებს კომპანიებს, პირბადებიის რეალიზაციისას შესაბამისი ფასი გამოიყენონ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე პირბადეების დეფიციტია.

იხილეთ ვიდეო: ჯანდაცვის სამინისტრო კომპანიებს პირბადეების მარაგების დროულად შევსების დავალებას აძლევს

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია