„თიბისი ლიზინგი“ და „თეგეტა“ ერთობლივ აქციას იწყებენ

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ „თიბისი ლიზინგთან“ კოლაბორაციით აქციას იწყებს, რომელიც „ტოიოტას“ მოდელზე C-HR (Coupe High Rider) ვრცელდება. აქციის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება ლიზინგით სპეციალურ ფასად C-HR-ის შეძენა თანამონაწილეობის გარეშე.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ლიზინგიდან“ აცნობეს, დამატებით, „ტოიოტას ცენტრში“ ამ მოდელის შეძენის შემთხვევაში, მყიდველს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს სამი საჩუქრიდან ერთ-ერთი:

ულიმიტო საწვავი 6 თვის განმავლობაში GULF-სგან;

1500 ლარიანი ვაუჩერი საიუველირო მაღაზიისგან „ზარაფხანა“;

1500 ლარიანი ვაუჩერი საათებისა და საიუველირო მაღაზიისგან „ართთაიმი“.

„საქართველოში C-HR-ის მოდელისადმი ინტერესი დღითიდღე იზრდება, აქციის მიზანია აღნიშნული მოდელის პოტენციური მომხმარებლების წახალისება. „თიბისი ლიზინგი“ ახალი მანქანების ლიზინგით შეძენაში საქართველოს ბაზრის ლიდერი კომპანიაა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო