საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, შეხვედრის მონაწილეებმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფუნქციონირების საკითხები, მთავარი გამოწვევები და ბოლო წლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად მიღებული ეფექტური შედეგები განიხილეს.

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამმართველოს მიღწევებსა და იმ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტის მიზნით ფართომასშტაბიანი სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს წარმომადგენლები.

აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებმა ქართველ პროკურორებს გაუზიარეს კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით საკუთარი ხედვა და გამოცდილება. მხარეებმა ასევე განსაზღვრეს სამომავლო თანამშრომლობის მიზნები და შესაძლებლობები,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო