ამირან გამყრელიძე - შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ქვეყანაში ინფექციებთან ბრძოლის მზაობა ბევრად მაღალია, ვიდრე ეს ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში იყო

ჩვენი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანმრთელობის სისტემის გადმოსახედიდან შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ ეტაპზე, ქვეყანაში ინფექციებთან ბრძოლის მზაობა ბევრად მაღალია, ვიდრე ეს ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ შევძლებთ ამ ინფექციასთან (კორონავირუსთან) გამკლავებას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი საათის განმავლობაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდა.

„ასევე მიეწოდა ინფორმაცია ჩვენს მეზობელ ქვეყანას, რადგან ინფექცია დაფიქსირდა საქართველოში აზერბაიჯანის გავლით მომავალ საქართველოს მოქალაქეზე. კონტაქტი იყო აზერბაიჯანის შესაბამის უწყებებთან. იმათაც დაიწყეს მუშაობა შესაძლო კონტაქტების მოძიების თაობაზე.

ამ ეტაპზე, ყველაზე მეტი ტვირთი ეპიდემიოლოგებზე გადადის, რომლებმაც საქართველოში, ყველა საბაჟოზე, საზღვარზე კონტაქტი მოიძიეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა