ვლადიმერ პუტინი - სმარტფონებს იშვიათად ვიყენებ, ჩემთვის უფრო ადვილია, ავიღო სპეციალურ კომუნიკაციაზე მომუშავე ყურმილი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, ის იშვიათად იყენებს სმარტფონებსა და სხვა თანამედროვე მოწყობილობებს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა „ტასთან“ ინტერვიუში, სახელწოდებით „20 შეკითხვა ვლადიმერ პუტინს“ განაცხადა.

მისივე თქმით, ტექნოლოგიური განვითარების პროცესის შეჩერება შეუძლებელია და ამის „საჭიროებაც არ არის“.

პუტინი დასძენს, რომ ხანდახან უწევს სმარტფონის გამოყენება, თუმცა ეს ხშირად არ ხდება.

„ჩემთვის უფრო ადვილია, ავიღო სპეციალურ კომუნიკაციაზე მომუშავე ყურმილი და ნებისმიერი აბონენტის მოძებნა შესაძლებელი იქნება“, - აღნიშნა პუტინმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო