გლდანის რაიონის რამდენიმე მისამართზე წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თბილისის მერიის ინფორმაციით, გლდანის რაიონის 30 მისამართზე თანადაფინანსებული პროექტები ხორციელდება. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ხუთ მისამართზე, ე.წ. წითელ ხაზებში არსებული წყალარინების შიდა და გარე ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სამუშაოების ფარგლებში, მესამე მიკრორაიონის N1 კორპუსში წყალარინების 360 გრძივი მეტრის გარე ქსელი რეაბილიტირდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 85 970 ლარი დაიხარჯება.

რაც შეეხება მუხიანის I მიკრორაიონის N10 კორპუსში მიმდინარე სამუშაოებს, აღნიშნულ მისამართზე წყალარინების შიდა და გარე ქსელი, დაახლოებით, 610 გრძივ მეტრზე მოწესრიგდება, რითაც წლების განმავლობაში არსებული პრობლემა ცხრა სადარბაზოს მცხოვრებლებს მოუგვარდება. აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 98 430 ლარია გათვალისწინებული.

მესამე მიკრორაიონის N1 და მუხიანის პირველი მიკრორაიონის N10 კორპუსში მიმდინარე სამუშაოებს გლდანის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან - ოთარ გრიგოლიასთან და ქეთევან ჯოხაძესთან ერთად გაეცნო.

„აღნიშნულ მისამართებზე მდებარე კორპუსებში წყალარინების შიდა და გარე ქსელი წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო, რაც მოსახლეობისთვის გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენდა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ გამგეობას განცხადებით მომართა, რომლის საფუძველზეც, სამუშაოები 100%-ით დავაფინანსეთ. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივებს აღნიშნული პრობლემა სრულად მოუგვარდება, სამუშაოების ღირებულების 5% კი, რომელიც ამხანაგობის ანგარიშზე განთავსდება, საკუთარი კორპუსის მოვლა-პატრონობას მოხმარდება“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

აღსანიშნავია, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში“ შეტანილი ცვლილებები მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რომელთა შორის სახურავის, ლიფტის, წყალარინების შიდა და გარე ქსელების რეაბილიტაცია, ასევე, ოთხ სართულამდე შენობის ან/და მისი ელემენტების კაპიტალური გამაგრება, საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და საპროექტო სამუშაოები შედის, გამგეობა კვლავ 100%-ით აფინანსებს.

დაფინანსების მიღების პარალელურად, საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის (სახურავის, წყალარინების ქსელის, ლიფტის, სართულშუა ნაპრალების ამოვსება და შენობის გამაგრება) რეაბილიტაციის დროს ამხანაგობა ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5% შეაგროვოს, ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო სარგებლობის ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს. რაც შეეხება სარგებლობის დანარჩენი ინფრასტრუქტურის (კიბე, სადარბაზო, კარი) რეაბილიტაციას, ამ შემთხვევაში, ამხანაგობამ ანგარიშზე სამუშაოების ღირებულების 10% უნდა განათავსოს და აღნიშნული თანხა კვლავ საერთო ქონების მოწესრიგებას მოახმაროს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა