27-28 თებერვალს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე შეზღუდვები დაწესდება

27-28 თებერვალს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე შეზღუდვები დაწესდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის 27 თებერვლის 10:00 საათიდან 28 თებერვლის 20:00 საათამდე, „საქართველოს რკინიგზა” გეგმავს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის 293-კმ-ში, სენაკი-ქვალონის სარკინიგზო გადასარბენის კმ5 პკ2-ში მდებარე ე.წ. „თეკლათის“ დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე ფენილის ქვეშ არსებული ლიანდაგის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას, ასევე დაგეგმილია სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტობეტონის საფარის აღდგენის სამუშაოების წარმოება.

მათივე ცნობით, სამუშაოთა წარმოებისათვის საჭიროა სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დროებით საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი) - სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭალადიდი-ხორგა-ხობის გზებზე.

„საავტომობილო გზის მონაკვეთზე სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე გამოყოფილი იქნება სათანადოდ აღჭურვილი სს „საქართველოს რკინიგზის” შესაბამისი თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა